ახალი ამბები

ფინანასთა მინისტრი სტამბოლში გაემგზავრა

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი ვიზიტით დღეს სტამბოლში გაემგზავრა, სადაც საბანკო და საფინანსო ინვესტიციების მეორე საერთაშორისო სამიტს დაესწრება.
 
სამიტზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი აუდიტორული და იურიდიული კომპანიები, ზურაბ ნოღაიდელი საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ მოხსენებით წარსდგება.
 

მსგავსი/Related

Back to top button