საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 ოქტომბერს გორის მახლობლად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე “ქართლი 2“-ზე მომხდარ აფეთქებას “საბოტაჟის“ შეფასება მისცეს.
აფეთქების შედეგად თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.
ბოლო თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ინციდენტია, რომელიც “ქართლი 2“-ზე მოხდა. 14 სექტემბერის ანალოგიურ ინციდენტსაც “დივერსიის” შეფასება მიეცა.