საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი შესძლებს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე კონტროლის აღდგენას მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შემდეგ.
“გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ ქვეყნის კეთილდღეობაზე გადის. უნდა დავანახოთ მათ[აფხაზებს], რომ ჩვენთან უკეთესია. ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს“, განაცხადა პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2004 წელს 10% მიაღწია. “ეს კარგი შედეგია საქართველოს ტიპის ქვეყნისათვის“, დასძინა მან.