საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბაჟო დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა და თავმჯდომარეს გიორგი გოდაბრელიძეს ერთი თვის ვადას აძლევს მდგომარეობის გამოსასწორებლად. 
 
“თუ ერთ თვეში საბაჟოდან ბიუჯეტში არ შემოვა 15-20 მლნ ლარი, გიორგი გოდაბრელიძე თანამდებობას დაკარგავს”, განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 
 
მისი თქმით, საბაჟოდან თანხები აკლდება ბიუჯეტს, ასევე უწყებაში არ მიმდინარეობს კორუფციიის წინააღმდეგ ბრძოლა. 
