ახალი ამბები

აფხაზეთის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სოხუმში ამჟამად არსებული სიტუაცია “დაძაბულია“. ოპოზიცია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურლი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ამ შედეგების მიხედვით, გამარჯვება სახელისუფლებლო კანდიდატმა მოიპოვა. რაულ ხაჯიმბამ ხმების 52.84% მოაგროვა.


დამკვირვებელთა თქმით, ცსკ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საკამათოა. ცსკ-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა მიერ თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების რაოდენობამ ჯამში 192,109 შეადგინა. არჩევნებზე 120 ათასი ოფიციალურად რეგისტრირებული ამომრჩევლიდან აქტივობამ 71% შეადგინა. ეს ციფრები რადიკალურად  ეწინააღმდეგება ცსკ-ის მიერ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 160-180 ათასს შეადგენდა.        
 



 

მსგავსი/Related

Back to top button