აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) განცხადებით, 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
“ამგვარად, არჩევნები ჩატარებულად შეიძლება გამოცხადდეს“, განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა სოხუმში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არჩევნებმა “სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა“.