ჩინეთში საქართველოს საელჩოს გახსნა იგეგმება

“2005 წლისთვის საქართველო გახსნის საელჩოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში”, განაცხადა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.


დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სიუი ცზიანგომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს საგარეო უწყებისთვის 890 000 ლარის ღირებულების სასაქონლო გრანტის გადაცემის შესახებ.


16 სექტემბერს აღნიშნული გრანტი საორგანიზაციო ტექნიკის სახით უკვე გადაეცა საქართველოს მხარეს.


 

Exit mobile version