თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ლევან ნიკოლაიშვილმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ფილიპ ლეფორმა დღეს ხელი მოაწერეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის 2005 წელს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც სამთო-სამხედრო, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებს მოიცავს.
2005 წლის გეგმის მიხედვით საქართველოში ფრანგი ინსტრუქტორები ჩამოვლენ, ხოლო ქართველი სამხედროები კი სტაჟირებისთვის საფრანგეთში გაემგზავრებიან.