გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოს სამშვიდობოთა ბატალიონის მანქანაზე თავდასხმის შედეგად ერთი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაიჭრა.
დაჭრილები გადაყვანილი არიან გორის რაიონულ საავადმყოფოში. ქართული მხარის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ ვინ დაესხა თავს ბატალიონს. ადგილზე მივიდნენ შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელები და ეუთოს წარმომადგენლები.