რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა ბიუჯეტს აზარალებს

რადიო “თავისუფლების“ საქართველოს ოფისის ინფორმაციით, რუსეთის გადაწყვეტილებამ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის თაობაზე რეგიონალურ ვაჭრობას სამხრეთ ოსეთისკენ მისცა მიმართულება მიმართულება.


რუსეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩაკეტა. თვითმხილველთა განცხადებით, საზღვარზე გაჩერებულია ავტობუსები და მანქანები არა მარტო საქართველოდან, არამედ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც.


რადიო “თავისუფლების“ კორესპონდენტების ინფორმაციით, საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანული და სომხური ტვირთების მოძრაობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით. მიუხედავად რუსეთის განცხადებისა საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთი (როკის გვირაბი) კვლავ ღიაა.


საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ჩრდილოეთის განყოფილების უფროსის კახა მიქელაძის თქმით, ბოლო 20 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა ლარსის საგუშაგოდან 3-4 მილიონი ლარის შემოსავლები დაკარგა.      

Exit mobile version