გაეროში საქართველო ხმის უფლებას მოკლე ხანში შესაბამის კომიტეტებში აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ აღიდგენს. ხმის უფლება საქართველოს 2004 წლის 30 ივნისს ჩამოერთვა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
თუმცა 7 სექტემბრისათვის საქართველოს მთავრობამ 2004 წლის საწევრო შენატანი გადაიხადა. გაეროს ბიუჯეტის მიმართ საქართველოს ფინანსური დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის მიზნით, შემუშავებულ იქნა დავალიანების რესტრუქტურიზაციის ათწლიანი გრაფიკი, რომლის თანახმად, საქართველომ ყოველწლიურად (2004-2013 წ.წ.) გაეროს ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 766 299 აშშ დოლარი.
საქართველოსთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ნიო-იორკში დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება.
18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე დასასწრებად აშშ-ში გაემგზავრება.