დსთ-ს ქვეყნები აფხაზეთთან ცალმხრივი მოქმედებებისაგან თავს შეიკავებენ

16 სექტემბერს დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მანამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას ეხება.


მათ შორის 1996 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა დსთ-მ.


“თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები თავს შეიკავებენ ნებისმიერი ცალმხრივი აქტებისა და მოქმედებებისაგან [აფხაზეთთან მიმართებაში], რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება”, ნათქვამია დსთ-ს გადაწყვეტილებაში.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოლეგებს მიღებული გადაწყვეტილების გამო.


წინასწარი ინფორმაციით, დსთ-ს არაოფიციალურ სამიტზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგემება, აფხაზეთის და დსთ-ს სივრცეში არსებული სხვა სეპარატისტული რეგიონების შესახებ იმსჯელებენ.

Exit mobile version