თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ფრისში რუსეთის სამშვიდობო ბატალიონი 15-16 სექტემბერს სამხედრო წვრთნებს გამართავს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმირებულია როგორც ქართული, ისე ოსური მხარე.