შინაგან საქმეთა მინისტრი შინაგანი ჯარის აღლუმზე მკვეთრი განცხადებებით გამოდის

შინაგანი ჯარის 4,000 ჯარისკაცმა და ოფიცერმა 12 სექტემბერს საქართველოს შინაგანი ჯარის 13 წლის იუბილის აღსანიშნავად, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, ქარელის რაიონში სამხედრო აღლუმი გამართა.  


“აქედან 29 კილომეტრის მოშორებით საქართველოს მტერია. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ეს მტერი უნდა დაამარცხოს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.


თავდაპირველად აღლუმის გამართვა გორში იყო დაგეგმილი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია. საბოლოოდ, აღლუმი ქარელის მახლობლად, შინაგანი ჯარის ერთ-ერთ ბაზაზე გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version