საქართველო სავიზო რეჟიმს ამარტივებს

“9 სექტემბრიდან საქართველოში შემოსვლის მსურველები ვიზებს გამარტივებული წესით, აეროპორტებში აიღებენ”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ახალი ტარიფების მიხედვით ერთთვიანი ვიზა 10 აშშ დოლარი, სამთვიანი – 30, ხოლო ერთწლიანი – 100 აშშ დოლარი ეღირება, რაც გაცილებით დაბალი განაკვეთებია მოქმედ ტარიფებთან შედარებით.  


დღემდე, გამარტივებული სავიზო რეჯიმი საქართველოს ჰქონდა თურქეთთან, რაც ვიზების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში აღების შესაძლებლობას გულისხმობს.


ასევე 2004 წლის ივლისიდან საქართველოს მიერ ცალმხრივად გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს რუსეთის ფედერაციასთანაც.

პრეზიდენტებს სააკაშვილსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება არ მიუღია.


 

Exit mobile version