ევროკომისიამ აფხაზეთის კონფლიქტში დაზარალებულთათვის 4 მლნ ევრო გამოყო

ევროკომისიამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 4 მლნ ევრო გამოყო.
 
ჰუმანიტარულ დახმარებას – სურსათს, წამლებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს, მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ისევე როგორც აფხაზეთში მცხოვრები ყველაზე გაჭირვებული ფენები.
 
გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვას ევროკომისიის ჰუმანიტარული ბიურო განკარგავს.

Exit mobile version