26 აგვისტოს ოსურმა მხარემ მძევლად აყვანილი ქარელის რაიონის სოფელ დერბში მცხოვრები ქართველი გიორგი ხატაშვილი გაანთავისუფლა. ხატაშვილი 24 აგვისტოს გაიტაცეს.
გიორგი ხატაშვილის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ერთი თვის წინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იარაღის უკანონოდ გადატანის გამო დაკავებული ოსი ეროვნების, მილიციის ყოფილი თანამშრომელი გენადი ძაგაევი გაანთავისუფლა.
ქართულმა და ოსურმა მხარეებმა დაკავებულები გაცვალეს
