საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 აგვისტოს რუსეთისგან გონიოში განლაგებული სამხედრო საწვრთნელი ბაზის დახურვა მოსთხოვა.
„რუსმა სამხედროებმა ეს საწვრთნელი ბაზა უნდა დატოვონ, თუ არა და შემდეგი გაზაფხულისთვის ჩვენ დავატოვებინებთ მას“ – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გონიოში მდებარე საწვრთნელ ბაზას ბათუმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზა იყენებს.