აშშ მიესალმება თბილისის გადაწვეტილებას გამოიყვანოს დამატებითი ძალები კონფლიქტის ზონიდან

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოიყვანოს შეიარაღებული ძალების დამატებითი ნაწილების სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან.


„პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა წინადადება ჯარების გაყვანის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა მივესალმებით, ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი სიგნალი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიყენოს ეს შანსი, რათა მოხდეს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისივე თქმით ვაშინგტონი აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს როგორც თბილისთან, ასევე მოსკოვთან, რათა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც „განამტკიცებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“

Exit mobile version