ოსმა და ქართველმა თავდაცვის მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ ერედვში თვდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს ანატოლი ბარანჩუკს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეები რეგიონში ე.წ. მესამე ძალის ასრებობის და ინტენსიური სროლების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.


„აბსურდულია ის თითქოს ოსური მხარე რეგიონში მესამე ძალის ქმედებას ვერ აკონტროლებს. ეს ძალა ცხინვალში ვიღაცის ბრძანებას ემორჩილება“ – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გივი იუკურიძემ.


თბილისი ოსურ მხარეს ამ ე.წ. მესამე ძალის ერთობლივი ოპერაციით განადგურებას სთავაზობს.
 
ანატოლი ბარანკევიჩის განცხადებით, ოსური მხარე იცავს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.


თავდაცვის მინისტრის გიროგი ბარამიძის თქმით, ქართული მხარე ცდილობს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. 
 
17 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში დაწყებული სროლების შედეგად გარდაიცვალა სამი ქართველი ჯარისკაცი.

Exit mobile version