ფინანსთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში საბიუჯეტო ორგანიზაციების დავალიანებები დაფარა

ფინანსთა სამინისტრომ სრულად დაფარა ცხინვალის რეგიონში განთავსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა გასული წლების სახელფასო დავალიანება.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სრულად დაიფარება კონფლიქტის ზონაში არსებული სოფლებ თირღვში, ერედვსა და ქურთაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა გასულ წლებში დაგროვილი სახელფასო დავალიანებები.


დავალიანების დასაფარად ცენტრალური ბიუჯეტიდან 11,6 მილიონი ლარის ოდენობის თანხა გამოიყო.

Exit mobile version