ზურაბ ჟვანიას ესკორტს ცხინვალის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ესკორტს, რომელიც აჩაბეთიდან ერედვში გადადიოდა, დღეს ცეცხლი გაუხსნეს.


„ეს არის მათი, სეპარატისტების და მათი დამქაშების, პოზიცია ჩვენს სამშვიდობო ოპერაციაზე,“ განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ინციდენტის შემდეგ.


დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეშფოთება გამოხატა ინციდენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ ფაქტს შესაბამის შეფასებას მისცემს.


ზურაბ ჟვანია კონფლიქტის ზონაში 12 აგვისტოს გაემგზავრა ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version