რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონში გამგზავრებას გეგმავს

რუსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის ხელმძღვანელობით გუშინ საღამოს თბილისში ჩამოვიდა. რუსეთის სამთავრობო დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვამ განაპირობა.


დღეს დელეგაცია ეუთო-ს დამკვირვებლებთან ერთად ცხინვალში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ სიტუაციას.


რუსეთის მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოსვლა და დიალოგის დაწყება 12 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოითხოვა, რომელიც უკვე ცხინვალის რეგიონში იმყოფება.

Exit mobile version