აშშ-ში არაოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გამართა პირველი ოფიციალური შეხვედრა ვაშინგტონში ამერიკის თავდაცვის მდივანთან დონალდ რამსფელდთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და განხილული იყო სამხედრო სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.
გავრცელებული ინფორმაციით მხარეებმა ძირითადი ყურადღება ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას დაუთმეს.
“შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში ამერიკასა და საქართვლოს შორის თანამშრომლობის საკითხები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დონალდ რამსფელდმა.
მისი თქმით, გაგრძელდება “წრთვნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამა , რომელსაც აშშ საქართველოში 2002 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში არაოფიციალური ვიზიტით 4 აგვისტოს გაემგზავრა. იგეგმება მისი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში კონდოლიზა რაისთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან.
აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის არაოფიციალური ვიზიტი 8 აგვისტოს დასრულდება.