საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს “’ვესელოე-სოხუმის“ სარკინიგზო მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების წარმოებასთან და რუსული ტურისტული ჯგუფების აფხაზეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით. 
 
საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ ამგვარი ცალმხრივი ქმედებებით რუსული მხარე უხეშად არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ორ სუვერენულ  სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. 


დღესვე პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანიამ გაკვირვება გამოთქვა საქართველოს მისამართით იმ ტონალობის გამო, რომელიც ბოლო დროს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებებში იგრძნობა.


“ეს ტონალობა შორს სცილდება დიპლომატიაში მიღებულ ნორმებს”, დასძინა ჟვანიამ.


 

Exit mobile version