ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება კუთვნილ პენსიებს დაურიგებს

დღეს ცხინვალის რეგიონს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე ეწვევა და იქ მცხოვრებ ქართველ და ოს პენსიონერებს კუთვნილ პენსიებს დაურიგებს.


“ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად სულ უფრო იზდება ოს პენსიონერთა განაცხადები პენსიებთან დაკავშირებით, დღეს იმ ოს პენსიონერთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ურიგებს პენსიებს, 300 აღწევს”, განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სოფრომაძემ.


ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლებამ ოს და ქართველ მოსახლეობაზე პენსიების გაცემა 2004 წლის ივნისიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პენსიებთან ერთად კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს სხვა სოციალური პრივილეგიებიც შესთავაზა.


 

Exit mobile version