ოსი ეროვნების მოჭიდავე ლერი ხაბელოვი საქართველოს სპორტსმენთა დელეგაციას საქართველოს დროშით წარუძღვება ოლიმპიურ თამაშებზე ათენში. 
 
ამის შესახებ ქართველ სპორტსმენთა გუნდის პრეზიდენტ სააკაშვილთან 3 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. სპორტსმენებს გამარჯვების შემთხვევაში სოლიდური ფინანსური ჯილდოები ელით. 
ქართულმა ოლიმპიელებმა ათენში გამგავრებამდე 3 აგვისტოს ოლიმპიური ფიცი დადეს.
