მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას პრეზიდენტი სააკაშვილი არაოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. მისი გამგზავრების მიზეზი არის ის პრემია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სასამართლო რეფორმის პროცესში გაწეული წვლილისთვის აშშ-ს იურისტთა ასოციაციამ უნდა გადასცეს ატლანტაში.


მიუხედავად ვიზიტის არაოფიციალური ხასიათისა, პრეზიდენტი სააკაშვილი გეგმავს შეხვედრებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან, თავდაცვის მდივანთან დონალდ რამსფელდთან, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში კონდოლიზა რაისთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან.


“ჯორჯ ბუში ვაშინგტონში არ იმყოფება”, განაცხადა სააკაშვილმა 3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, რითაც აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრა ფაქტიურად გამორიცხა.


შეხვედრების დროს საუბარი შეეხება არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის თემას, არამედ ყველა იმ საკითხებს, რომელიც ორი სტარტეგიული პარტნიორის ურთიერთობებში დაგროვდა განსახილველი.


პრეზიდენტი სააკაშვილი არაოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში 8 აგვისტოს დაასრულებს.

Exit mobile version