პრეზიდენტმა მთავრობაში ოსი ეროვნების მოქალაქე დანიშნა

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ოსი ეროვნების მოქალაქის ზინაიდა ბესტაევას სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშვნის განკარგულებას.


ზინაიდა ბესტაევა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში საიმიგრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პრაქტიკაც აქვს, შეუდგება რეგიონული პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის განხრით სახელმწიფო მინისტრის ზურაბ მელიქიშვილის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.


ბესტაევა პირველი ოსი ეროვნების მოქალაქეა, რომელმაც საქართველოს მთავრობაში მაღალი პოსტი დაიკავა.



 

Exit mobile version