სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 1 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ოსი ეროვნების ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
“ჩვენი [ოსური] მხრიდან არ არიან არც მოკლულები და არც დაჭრილები“, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, 1 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ოსური მხრიდან წამოწყებულ სროლებს ქართველებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ქართველი პოლიციელი და ექვსი ოსი კი გარდაიცვალა.
ე.წ სამხრეთ ოსეთი მათ მხარეს მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
