საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტთან მოშე კაცავთან, პრემიერ-მინისტრთან არიელ შარონთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ვიზიტის დროს მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.