აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს – აჭარის უმაღლესი საბჭოს – პირველი სხდომა 20 ივლისს გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში 19 ივლისს გაემგზავრა უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე დასასწრებად.
აჭარაში 20 ივნისს გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭრმა “გამარჯვებული აჭარა“-მ 30-კაციან საკანონმდებლო ორგანოში 28 მანდატი მოიპოვა. დარჩენილი ორი ადგილი ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე იქნებიან არჩეულნი.