ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სვანებისთვის დახმარების უფლებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მთავრობისაგან სვანეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას და მათთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნისათვის ნებართვას ითხოვს.
 
ამის შესახებ სპეციალური განცხადებით თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს მიმართა.
 
“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უკვე მზად აქვს ჰუმანიტარული ტვირთი სვანეთში წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის  გასაგზავნად.  ასევე მზად არაინ სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას”, ნათქვამია განცხადებაში.
 
სვანეთში წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა. მესტიის რაიონში განადგურებულია საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
 

მსგავსი/Related

Back to top button