საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარების უკიდურესი გამწვავება რუსეთ-საქართველოს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.
„ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამწვავება- ეს არ იქნება საქართველოს შიდა კონფლიქტი. რეალურად არსებობს საშიშროება, რომ წარმოიქმნას რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი. ეს არის ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ამას არ დაუშვებთ“ , განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მისი კოლეგა ვლადიმერ პუტინი კეთილგონიერებას გამოიჩენს და საქმე კონფლიქტამდე არ მივა.