სამხრეთ ოსეთში ქართველი სამშვიდობოები გაათავისუფლეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ივლისს ქართველი სამშვიდობოები გაათავისუფლა; თუმცა სამი მათგანი ისევ პატიმრობაში რჩება.


სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ ეს სამი ქართველი არ იმყოფებოდა იმ 50 სამშვიდობოს შორის, რომლებიც 8 ივლისს სოფელ ვანათში განაიარაღეს და დააკავეს. ცხინვალის განცხადებით, ისინი “კრიმინალები არიან, და არა სამშვიდობოები“.


“ჩვენ სამი ქართველის დაუყონებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ამჟამად სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით“, განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს სამი ქართველი მართლაც მანამდე იყვნენ დაკავებულნი.  


 

Exit mobile version