სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს და უშიშროების მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც 9 ივლისს ირანიდან დაბრუნდა, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და უშიშროების მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება განიხილა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს ირანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამოქმედო გეგმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად. მისი განცხადებით, თბილისი არ წამოეგება პროვოკაციაზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ისახავს მიზნად.  


 

Exit mobile version