ქართული მხარე თავისი ჯარისკაცების განთავისუფლების მოლოდინშია

ოფიციალური ინფორმაციით, 8-9 ივლისის ღამეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ოსი სამხედროების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან სროლის ხმები ისმოდა. თუმცა მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს.


ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცხინვალში იმყოფებოდა და ცდილობდა ქართველი ჯარისკაცების გათავისუფლებას, აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მძევლებს 9 ივლისის დილას გაათავისუფლებდა.


50-მდე ქართველი სამშვიდობო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 8 ივლისს კონფლიქტის ზონაში არსებულ ქართულ სოფელ ვანათში დაატყვევა.       

Exit mobile version