კოკოითი: სამხრეთ ოსეთი “თავდაცვისთვის“ მზად არის

8 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე დაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ქართული მხარე რეგიონში “საომარი მოქმედებების“ დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა.


“საქართველოს ომი სურს. და ჩვენც მზად ვართ თავდაცვისთვის“, განუცხადა ედუარდ კოკოითმა ჟურნალისტებს ცხინვალში.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 7 ივლისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც “სამხრეთ ოსეთში რუსეთის კანონმდებლობის გავრცელებას“ ითვალისწინებს.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ უკვე რამდენჯერმე მიმართა მოსკოვს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით.

Exit mobile version