ჟვანია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 8 ივლისს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდა და მათ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.


რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა 9 ივლისს მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან სამხრეთ ოსეთის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.


მისი თქმით, იგივე საკითხი იქნება განხილული რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის დროს.       


 

Exit mobile version