ვლადიმერ ჩხიკვიშვილი: სამხრეთ ოსეთში ვითარება დიალოგის გზით უნდა განიმუხტოს

რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ცხინვალის რეგიოონში განვითარებული მოვლენების დარეგულირებას მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების გზით მიიჩნევს სწორად და აცხადებს, რომ მთავარი სწორედ დიალოგია.
 
“რეგიონში სიტუაცია მართლაც მწვავე და დაძაბულია. სიტუაციის კიდევ უფრო გართულება ბევრ პრობლემას მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე [თვითგამოცხადებულ] ოსეთს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან მარტივია, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და იმ პრობლემების მოგვარება, რაც რეალურად არსებობს“, განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
 
მისი თქმით, 9 ივლისს იგეგმება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ვიზიტი მოსკოვში; ასევე სატელეფონო საუბარი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.
 

Exit mobile version