აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ თანამდებობოდან გაანთავისუფლა აფხაზეთის უშიშროების მინისტრი გივი აგრბა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 10 ივნისს დაწერა.
უშიშროების მინისტრად დაინიშნა გივი აგრბას მოადგილე მიხეილ თარბა.
გავრცელებული ინფორმაციით გივი აგრბას თანამდებობიდან განთავისუფლება 9 ივნისს ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარას“ ხელმძღვანელის გარი აიბას მკვლელობის გამოძიების გაჭიანურების გამო მოხდა.
“ამცახარას“ ხელმძღვანელი დაუდგენელმა პირებმა საკუთარი სახლის წინ ავტომანქანაში მოკლეს. ნათესავები და მასთან დაახლოებული პირები აფხაზეთის დე ფაქტო ხელიუფლებისგან საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ.