სააკაშვილი საპროტესტო აქციის დარბევას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ივლისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის დროს “გადაჭარბებული ძალის გამოყენების“ გამო გააკრიტიკა.


1 ივლისს თბილისის სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისის მერიის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. აქციის მონაწილენი ხელისუფლებისგან დაპირებულ ბინებს ითხოვდნენ. ინციდენტმა ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია.


ამ ფაქტის გამო დეპუტატმა კობა დავითაშვილმა და მოძრაობა “კმარამ” სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.


“ჩვენ არ დავუშვებთ უწესრიგობას და გზების გადაკეტვას, თუმცა გადაჭარბებული ძალის გამოყენებაც აბსოლუტურად დაუშვებელია და მე უკვე მივეცი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება ამის თაობაზე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


 

Exit mobile version