საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ივნისს დიპლომატიური კორპუსის ის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელიც პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია. უახლოეს მომავალში პარლამენტი ელჩობის შემდეგ კანდიდატებს დაამტკიცებს:
თურქეთის რესპუბლიკა – გეგა მგალობლიშვილი;
ირანი – ლევან ასათიანი;
ლიტვა,ლატვია, ესტონეთი – დავით აფციაური;
საფრანგეთი, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში – ნათია ჯაფარიძე;
რუმინეთი, მოლდავა – ზურაბ ბერიძე;
უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი – დავით ზალკალიანი;
თურქმენეთი, ავღანეთი – იოსებ ჩახვაშვილი;
ყაზახეთი – ზურაბ შურღაია;
ვატიკანი – ქეთევან ბაგრატიონი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ელჩების დანარჩენი ვაკანტური თანამდებობები მეორე ეტაპზე, ივლისის თვეში დასახელდებიან. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კანდიდატურების შერჩევა.