“სამართლიანი არჩევნები“ აჭარის არჩევნების ალტერნატიულ შედეგებს აქვეყნებს

ფონდმა “სამართლიანი არჩევნებმა” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 301 საარჩევნო უბნიდან 250 უბანზე ხმების ალტერნატიული დათვლა განახორციელა.


ფონდის მონაცემებით, არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:


1. სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა – 68,58%
2. ბერძენიშვილი-რესპუბლიკური პარტია – 13,62%
3. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 5,02%
4. დემოკრატიული სიმართლის პარტია – 03,99%
5. ლეიბორისტული პარტია – 1,22%
6. ძლიერი აჭარა ერთიანი საქართველოსთვის – 0,95%
7. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 0,89%
8. საქართველოს ახალი კომუნისტური პარტია – 0,77%
9. მერაბ კოსტავას საზოგადოება – 0,6%
10. მწვანეთა პარტია – 0,08%


ფონდი “სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით, ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობამ 0,38% შეადგინა. “სამართლიანმა არჩევნებმა” აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით რეგიონში 330 დამკვირვებელი გააგზავნა.


წინასწარი ოფიციალური შედეგები 21 ივნისს 15 საათისათვის გახდება ცნობილი.  

Exit mobile version