საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ კრის ნანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ წვრთნები, რომლებიც ქვეითი ჯარების მომზადებას ითვალისწინებს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 1-20 ივლისს ჩატარდება და მასში 170 ბრიტანელი ოფიცერი და ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მხარეს წვრთნებში 11 ბრიგადის ჯარისკაცები და ოფიცრები წარმოადგენენ.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
