საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 11 ივნისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩრდილოეთ ოსეთიდან იარაღი შეაქვთ.
“იარაღით დატვირთული 160-170 სატვირთო მანქანა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შევიდა“, განაცხადა ხაინდრავამ 11 ივნისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში.