აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალის რეგიონს დახმარებას პირდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ 6 ივნისს განაცხადა, რომ სოხუმი მზად არის სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სამხდერო დახმარება აღმოუჩინოს იმ შემთხვევაში, თუ თბილისი რეგიონის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს.


აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ადგილობრივი ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თბილისი საფრთხეს უქმნის, როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს.

Exit mobile version