ცხინვალი ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მხარისგან სოფელ ტყვიავში განთავსებული საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და სახრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი დღეს სოფელ ტყვიავში შეხვდნენ ერთმანეთს და კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.


ქართული მხარე უარს აცხადებს გააუქმოს ის საგუშაგოები, რომლებიც, თბილისის განცხადებით, კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა. 


 

Exit mobile version