ახალი ამბები

საქართველო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტიგენტს ზრდის

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ძალების რაოდენობას გაზრდის.


“შეთანხმების თანახმად, რუსულ მხარეს 500 სამშვიდობო ჰყავს კონფლიქტის ზონაში, ისევე როგორც ოსურ მხარეს. ჩვენ ვაპირებთ კუთვნილი ქვოტის შევსებას და კარგად გაწრთვნილი 500-კაციანი სამშვიდობო კონტიგენტის განთავსებას იქ”, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე და აქვე დასძინა, “წინა ხელისუფლების უუნარობის გამო საქართველო მხოლოდ 100 ჯარისკაცით იყო დღემდე კონფლიქტის ზონაში წარმოდგენილი”.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა  აღნიშნა, რომ ქართული მხარე ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში ჯავშანტექნიკის რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

მსგავსი/Related

Back to top button