ახალი ამბები

დეპუტატი კობა ხაბაზი პარლამენტს ტოვებს

“ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” საარჩევნო სიით გასული უპარტიო პარლამენტარი კობა ხაბაზი, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის “ჩვენი აჭარას” ერთ-ერთი ლიდერი იყო, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს. ხაბაზი 20 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ამ მიზეზით უარს აცხადებს პარლამენტარობაზე.


31 მაისს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” კანონში მიღებულმა ცვლილებებმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, 20 ივნისის არჩევნებში მონაწილეთა მსურველები ცაიტნოტურ მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან მათ არჩევანის გაკეთება 31 მაისის 18 საათამდე უნდა მოასწრონ.


კობა ხაბაზი, რომელმაც საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთა, კოლეგებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ურჩევს.

მსგავსი/Related

Back to top button